შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი უწყებაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი.

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა შეიქმნა საქართველოს მთავრობის N199 და N732 დადგენილებების სამოქმედო გეგმების საფუძველზე.

2015 წელს მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ექსპერტების აქტიური დახმარებით დაიწყო უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის კონცეპტუალური მხარის გაცნობა და სისტემის ტექნიკური დავალების მომზადება.

2016 წელს მომზადდა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის პროგრამული ნაწილი, რაც მოიცავს სისტემის დიზაინის, მონაცემთა ბაზის, მომხმარებელთა მართვის სისტემის, ანალიტიკური ცხრილებისა და ანგარიშების დიზაინის შექმნას.       

სისტემის შესახებ

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე შექმნილ საჯარო ვებ-პორტალს, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მომხმარებლისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე.

მომხმარებლისათვის უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს ინფორმაციის გაფანტულობა, მისი გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება.

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ამოცანაა დაეხმაროს მომხმარებლებს აღნიშნული სირთულეების დაძლევაში. იგი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს, სადაც  თავმოყრილია შრომის ბაზრის ინფორმაცია, ადვილად გასაგებია და მარტივია მისი პრაქტიკაში გამოყენება.

მისია

LMISარის ინოვაციური მექანიზმი, რომლიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის ინფორმაციის დროულ შეგროვებას, დამუშავებას, გაანალიზებასა და გავრცელებას.