title

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე შექმნილ საჯარო ვებ-პორტალს, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მომხმარებლისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე.

მომხმარებლისათვის უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს ინფორმაციის გაფანტულობა, მისი გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება.

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ამოცანაა დაეხმაროს მომხმარებლებს აღნიშნული სირთულეების დაძლევაში. იგი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს, სადაც  თავმოყრილია შრომის ბაზრის ინფორმაცია, ადვილად გასაგებია და მარტივია მისი პრაქტიკაში გამოყენება. 


რატომ არის მნიშვნელოვანი?


ფასეულობები

დროულობა, სანდოობა, ხელმისაწვდომობა, მუდმივი სიახლე, სიმარტივე.


თავად სისტემა არ წარმოადგენს ინსტიტუციას, არამედ აერთიანებს ინსტიტუციებში არსებულ ინფორმაციას



მისია

სისტემა არის ინოვაციური მექანიზმი, რომლიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის ინფორმაციის დროულ შეგროვებას, დამუშავებას, გაანალიზებასა და გავრცელებას.


ხედვა

  • შევცვალოთ ადამიანების დამოკიდებულება შრომის ბაზრის ინფორმაციის მოხმარებისა და კარიერული დაგეგმვის მხრივ;
  • გავაუმჯობესოთ ინფორმაციის მიწოდება;
  • დავეხმაროთ სისტემის მიზნობრივ ჯგუფებს შრომის ბაზრის ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


გავრცელება

ინფორმაციის მოხმარების მხრივ ვებ-პორტალი არის მოქნილი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მომხმარებლის საჭიროებებს.




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არის შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი უწყება. სისტემა მომზადდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებისა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის აქტიური მხარდაჭერით. 


ინფორმაციის მომწოდებლები:

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
    • სსიპ "აწარმოე საქართველოში"
    • სსიპ "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო"
    • სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო"
  • სსიპ "საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური"
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
    • სსიპ "განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა"
    • სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი" 
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
    • სსიპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო"
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
    • სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტო"