მრეწველობის სექტორში უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის პრეზენტაცია
title

მიმდინარე წლის 7 მარტს სასტუმროში „სვისჰოტელი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინა მრეწველობის სექტორში უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის პრეზენტაცია. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს ასოციაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ. რომელმაც ისაუბრა ადამიანისეული კაპიტალის განვითარების კუთხით კვლევის მნიშვნელობაზე, რათა ხელი შეეწყოს მოთხოვნა-მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირებას.

მონაწილეებს ასევე მიესალმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო კვლევის მეთოდოლოგია, ჩატარებული სამუშაოების შინაარსობრივი და ტექნიკური მხარეები.

მრეწველობის სექტორში უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის შედეგები მონაწილეებს წარუდგინა სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კვლევის მიგნებები, რომლის თაობაზეც გაიმართა მსჯელობა სადისკუსიო პანელის ნაწილში.

კვლევის პრეზენტაცია და ანგარიში გამოქვეყნდა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე (lmis.gov.ge).

 


The Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia held a presentation of the Establishment Skills Survey in the Industry Sector on March 7, 2023, at the Swiss Hotel. The presentation was attended by representatives from state institutions, business associations, civil society, and international organizations.

The meeting was opened by Deputy Minister Vakhtang Tsintsadze who spoke about the importance of the survey in terms of human capital development and the reduction of the mismatch between skills supply and demand.

The Executive Director of the National Statistics Office of Georgia, Gogita Todradze, also welcomed participants and introduced the methodology of the survey, as well as the principal and technical aspects of the work.

The findings of the survey were presented by the Head of the Economic Policy Department, Tsisnami Sabadze. The presentation covered the main findings, executive summary, and other related issues, which were discussed during the panel discussion.

The presentation and narrative report of the survey are published on the webpage of the Labour Market Information System (lmis.gov.ge).