უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა
title

2018 წლის 9 მარტს,სასტუმრო რუმსში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის ანგარიშის საჯარო წარდგენა შედგა. შეხვედრა გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. მან ისაუბრა კვლევის მნიშვნელობაზე, რაც  კვლევის საფუძველზე განხორციელებული პოლიტიკის შედეგად   სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და შრომის ბაზარზე  მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირების ხელშეწყობაში მდგომარეობს.    „მნიშვნელოვანია გამოვლინდეს ბიზნესის საჭიროება, მისი მოთხოვნები, რათა შემდგომ ერთობლივად, სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით დაიგეგმოს და გატარდეს რიგი ღონისძიებები“, დასძინა მინისტრის მოადგილემ.

კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ. პრეზენტაცია მოიცავდა კვლევის საფუძველზე განხორციელებულ ანალიზსა და გამოვლენილ ძირითად მიგნებებს რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:


- დასაქმებულთა სტრუქტურა და ძირითადი მახასიათებლები; დასაქმებულთა განაწილება ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების (NACE Rev.2), პროფესიული ჯგუფების (ISCO-88), საწარმოთა ზომის, განათლების მიღწეული დონისა (საშუალო, პროფესიული და უმაღლესი) და სქესის მიხედვით;

- დამსაქმებელთა მიერ დასაქმებული სამუშაო ძალის უნარებისა და შესაძლებლობების შეფასება;

- დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა სწავლებასა და გადამზადებაზე გაწეული საქმიანობის შეს­წავლა;

- დამსაქმებელთა ძირითადი პრობლემები და იმ პროფესიული უნარების ნაკლებობა, რომლებიც თან ახლავს სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების დასაქმებას ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მიხედვით;

- საწარმოებში არსებული ვაკანსიების შესწავლა  ეკონომიკური სექტორების და პროფესიული ჯგუფების მიხედვით;

- პროფესიული განათლების მქონე ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, დამსაქმებელთა დამოკიდებულება პროფესიული სწავლების მიმართ და მათი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფორმები (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის შეთავაზება, პროფესიულ სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა);

- ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ტენდენციები და გამომწვევი მიზეზები;

- პირველადი სამუშაოს მაძიებლების დასაქმების ტენდენციები.


შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის ფორმატში და მასში მონაწილეობდა შესაბამისი სამთავრობო უწყებების, ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების   წარმომადგენლები.


კვლევის დეტალური ანგარიში და პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Pages/User/Surveys.aspx?ID=7a09257c-ac3c-4860-a7b0-b8fb3922405f



On March 9, 2018 the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia held a public presentation on a report of the Survey of Business Demand on Skills. The meeting was opened by Ekaterine Mikabadze, Deputy Minister of Economy and Sustainable Development of Georgia. She spoke about significance of the survey, which aims to study the labour market demand in order to implement evidence based policy and reduce existing imbalance between supply and demand. “It is an important to reveal needs and demand of business in order to plan and implement activities in cooperation with of the state institutions”, said Mikabadze.

Tsisnami Sabadze, Head of Economic Policy Department made a presentation. The presentation covered analysis of the main findings on following subjects:

- Structure and characteristics of workforce; distribution of employees by economic activities (NACE Rev. 2), occupations (ISCO 88), size of enterprises, achieved level of education and gender;

- Assessing employees’ skills and abilities by  employers;

- Exploring activities dedicated to training and retraining of employees;

- Employers’ primary problems in terms of skills gaps and mismatches, which is related to employment of particular occupation groups;

- Exploring existing vacancies by economic activities and occupations;

- Employment of people with vocational education, employers’ attitude towards VET and their cooperation with vocational educational institutions (participation in work-based learning, proposing students enterprise practice, participating in elaboration of professional standards);

- Employment trends of foreigners and its causing factors;

- Recruitment trends of first-job seekers. 

The presentation was followed up by questions. In the question and answer session representatives of relevant government agencies, business associations, international and local organizations participate.

Presentation and report can be found at the following link:

http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Pages/User/Surveys.aspx?ID=7a09257c-ac3c-4860-a7b0-b8fb3922405f