უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა
title

2020 წლის 11 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით შედგა კვლევის - „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა“ ონლაინ პრეზენტაცია. კვლევას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, სოციალური პარტნიორების, ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯამში 50 მონაწილე.  

კვლევის მიზანს წარმოადგენს ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე საწარმოების მოთხოვნის გამოვლენა, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას და  უნარების მოხმარების ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდას.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის მიზნები და მისი აუცილებლობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა კვლევის მიგნებებზე.

დასასრულს პრეზენტაცია გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში, სადაც პასუხი გაეცა მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს.

On June 11, 2020 Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia organized online presentation of the Establishment Skills Survey. Representatives of state institutions, social partners, business associations, international and local organizations attended the online meeting, in sum 50 participants.

The primary goal of the survey is to reveal employers' demand for skills and human capital development, consideration of which would facilitate filling in gaps between demand and supply and also increase economic efficiency of skills utilization.

The meeting was opened by Ekaterine Mikabadze, the First Deputy Minister of Economy and Sustainable Development of Georgia, who introduced to attendees goals and importance of the survey for elaboration of the evidence-based policy.

Tsisnami Sabadze, Head of Economic Policy Department delivered presentation, who introduced in details the findings of the survey.

The online meeting was concluded by discussion in question-answer format.