ხელისშემშლელი ფაქტორები ახალი კადრების მიღებისას
title

2018 წლის 2 აპრილს ტელეკომპანია იმედის გადაცემაში - „იმედის დილა“, განხილული იყო 2017 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის მიგნებები და ის აქტუალური საკითხები, რომლებიც უკავშირდება საწარმოების მიერ კვალიფიციური კადრის მოძიებას, დასაქმებულთა სტრუქტურულ განაწილებას, თანამშრომლების აყვანასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ გადაცემაში მოწვეული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსი გიორგი გამყრელიძე.

https://www.imedi.ge/ge/video/22680/khelisshemshleli-paqtorebi-akhali-kadrebis-migebisas