სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
title

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინა „სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის“ პრეზენტაცია. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სამშენებლო ინდუსტრიაში ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა, რომლის გათვალისწინება  ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობის შემცირებას.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. მან ხაზი გაუსვა სამშენებლო ინდუსტრიის როლს ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე აღნიშნული კვლევის მნიშვნელობას და ზოგადად მსგავსი კვლევების ჩატარების საჭიროებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით. კვლევის მნიშვნელობასა და ქვეყნის ეკონომიკაში სამშენებლო სექტორის  როლზე ისაუბრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორი გოგიტა თოდრაძემ.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ.

პრეზენტაციაზე მოუწვეულები იყვნენ სამთავრობო სტრუქტურების, ბიზნეს ასოციაციების, სოციალური პარტნიორების, ასევე სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომელთაც ჩატარებულ კვლევას მაღალი შეფასება მისცეს.

 

On December 20, 2019, the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia held a public presentation of the Survey of Labour Market Demands in the Construction Industry in Rooms Hotel. The primery goal of the survey was to reveal employers' demand for skills and human capital development in the construction industry, which would help to eliminate the mismatch between demand and supply in the labour market.

The meeting was opened by Ekaterine Mikabadze, the First Deputy Minister of Economy and Sustainable Development of Georgia. She spoke about the role of the construction industry in the development of the Georgian economy, also about the importance of this survey in terms of elaborating evidence-based policy. Executive Director of the National Statistical Office of Georgia Gogita Todradze spoke about importanc of the survey and role of the construction industy in the country’s economy.

Tsisnami Sabadze, Head of Economic Policy Department delivered a presentation.

Representatives of state institutions, business associations, social partners and construction companies attended the presentation, who gave overal hight accessment to the survey.