მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.8 პროცენტი)
და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს
დამამუშავებელი მრეწველობა (9.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.0 პროცენტი),
მშენებლობა (8.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო
სოციალური უსაფრთხოება (6.7 პროცენტი), განათლება (6.4 პროცენტი), ტრანსპორტი და
დასაწყობება (6.1 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (5.9 პროცენტი)