|
აღწერა: |
2025 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე
ფასებში 104 598.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 12.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან
შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული
ცვლილება 2025 წელს 4.6 პროცენტით განისაზღვრა.
|