ადამიანის განვითარების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2022
უკრაინა 2022/00,73 სომხეთი 2022/00,79 საქართველო 2022/00,81 მოლდოვა 2022/00,76 ბელარუსი 2022/00,8 აზერბაიჯანი 2022/00,76
X - წელი; Y - ადამიანის განვითარების ინდექსი
აღწერა: 

გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის „ადამიანის განვითარების ინდექსის“ (HDI) მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ქულამ 0.814 შეადგინა და შესაბამისად, იგი  ძალიან მაღალი ადამიანის განვითარების სტატუსის ქვეყნებს მიეკუთვნა. ამასთან, აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) შედგენილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ და გამოიყენება ადამიანის განვითარების მიღწევის მხრივ სამი ძირითადი მაჩვენებლის გასაზომად: მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანსაღი ცხოვრება, ცოდნა და ცხოვრების ღირსეული სტანდარტი.

ინდექსის თანახმად, ქვეყნები რომელთაც 0.8 ან მეტი ქულა აქვთ, მიეკუთვნებიან ძალიან მაღალი ადამიანის განვითარების სტატუსის ქვეყნებს.

წყარო: