უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა 2020
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის“ ანალიზს, რომელიც აანალიზებს სამუშაო ძალის ცვლილებას 2019-2020 წლების მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობას პროფესიული ჯგუფების (დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის ელემენტარული ჯგუფების დონეზე - ISCO 08), განათლების მიღწეული დონეებისა (საშუალო, პროფესიული და უმაღლესი) და გენდერის მიხედვით. ასევე პრობლემებს, რომლებიც თან ახლავს ამ პროფესიულ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების დასაქმებას.