title
2025 წლის 18 მარტს სასტუმროში „სვისოტელი“ საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინა უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის
პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ და ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს
ასოციაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
შეხვედრა გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ, რომელმაც
ისაუბრა ჩატარებული კვლევისა და ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა კვლევის
შედეგებზე დაყრდნობით მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების
განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
მონაწილეებს ასევე მიესალმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო კვლევის მეთოდოლოგია,
ჩატარებული სამუშაოების შინაარსობრივი და ტექნიკური მხარეები.
მონაწილეებს ასევე მიესალმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი,
რომელმაც ხაზი გაუსვა სამინისტროს ჩართულობას კერძო სექტორის საჭიროებების გათვალისწინებით
სამუშაო ძალის გადამზადების კუთხით.
უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის შედეგები მონაწილეებს წარუდგინა
სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ. პრეზენტაციაზე
წარმოდგენილი იყო კვლევის მიგნებები, რომლის თაობაზეც გაიმართა მსჯელობა სადისკუსიო
პანელის ნაწილში.
კვლევის პრეზენტაცია და ანგარიში გამოქვეყნდა შრომის ბაზრის საინფორმაციო
სისტემის ვებ-გვერდზე (lmis.gov.ge).
The Ministry of Economy and
Sustainable Development of Georgia held a presentation on the Establishment
Skills Survey on March 18, 2025, at the Swissotel. The event was attended by
representatives from state institutions, business associations and civil
society organizations.
The meeting was opened by the
Head of the Economic Policy Department of the Ministry of Economy and
Sustainable Development of Georgia, Tsisnami Sabadze, who spoke about the
implementation of the survey and the ministry’s activities in this direction.
She also underlined the importance of developing and implementing
evidence-based policy using the survey's findings.
The Executive Director of the
National Statistics Office of Georgia, Gogita Todradze, also welcomed the participants
and introduced the survey methodology, along with its principal and technical
aspects.
Deputy Minister of Internally
Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health, and Social
Affairs of Georgia, Giorgi Tsagareishvili, also addressed the participants,
highlighting his ministry’s involvement in human capital development based on
the needs of the private sector.
The findings of the survey were
presented by the Head of the Economic Policy Department, Tsisnami Sabadze. The
presentation covered the main findings, executive summary and other related
issues, which were discussed during the panel discussion.
The presentation and narrative
report of the survey are published on the webpage of the Labour Market
Information System (lmis.gov.ge).