2024 წელს, გასული წლის მსგავსად, ვაკანსიების სიმრავლით გამოირჩევა ვაჭრობის სექტორი, რომელიც ამავდროულად ხასიათდება ვაკანსიების ზრდით (11%). 2024 წელს ვაკანსიები საგრძნობლად გაიზარდა: სახელმწიფო მმართველობის (63817%), ტრანსპორტის (991%), სხვა სახის მომსახურების (593%), სამთომოპოვებით მრეწველობის (200%), ჯანდაცვის (123%), უძრავი ქონების (92%), განთავსების (38%), წყალმომარაგების (29%), სოფლის მეურნეობის (21%) და საფინანსო (15%) სექტორებში. ვაკანსიები შემცირდა: ელექტროენერგიის მიწოდების (-79%), ხელოვნების (-59%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-52%), მშენებლობის (-49%), ინფორმაცია და კომუნიკაციის (-43%), განათლების (-36%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (-29%), დამამუშავებელი მრეწველობის (-2%) სექტორებში.