2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.3
პროცენტით განისაზღვრა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.1
პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.6 პროცენტული
პუნქტით.