გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის „ადამიანის განვითარების ინდექსის“ (HDI) მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ქულამ 0.84 შეადგინა და შესაბამისად, იგი ძალიან მაღალი ადამიანის განვითარების სტატუსის ქვეყნებს მიეკუთვნა. ამასთან, აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) შედგენილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ და გამოიყენება ადამიანის განვითარების მიღწევის მხრივ სამი ძირითადი მაჩვენებლის გასაზომად: მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანსაღი ცხოვრება, ცოდნა და ცხოვრების ღირსეული სტანდარტი.
ინდექსის თანახმად, ქვეყნები რომელთაც 0.8 ან მეტი ქულა აქვთ, მიეკუთვნებიან ძალიან მაღალი ადამიანის განვითარების სტატუსის ქვეყნებს.