დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება
title

დასაქმების ეროვნულ კლასიფიკატორზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრმა დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა. 

დოკუმენტზე მუშაობდნენ სახელმწიფო უწყებების, სამინისტროების, ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრმა დასრულებული დოკუმენტი გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შემდგომი წლისთვის კი მოხდება დოკუმენტის დამტკიცება მთავრობის დადგენილებით.

დოკუმენტი საქართველოს შრომის ბაზრის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს, რადგან მოიცავს შრომის ბაზარზე არსებულ და პოტენციურ პროფესიებს, რომელიც შესაძლოა უახლეს პერიოდში გაჩნდეს საქართველოს შრომის ბაზარზე.