კვლევის შედეეგების ბიზნეს სექტორისათვის გაცნობა
title

2018 წლის 29 მარტს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და GIZ-ის მხარდაჭერით, „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, კერძო სექტორისთვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილულ იქნა უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის ანგარიში, რომელიც წარმოადგინა ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები. კვლევის შედეგებმა და მიგნებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ წევრთა და სხდომის მონაწილეთა მხრიდან, რომელთაც მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებულ კვლევას.


On March 29, 2018 the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia with support of GIZ organized a meeting of the Private Sector Development Advisory Council. Few important issues for the private sector were discussed at the meeting and among them was a report of the Survey of Business Demand on Skills, which was presented by Ms Tsisnami Sabadze, Head of Economic Policy Department. Representatives of state institutions, international organizations, civil society organizations and business associations attended the meeting. Findings of the survey stirred an interest of members of the Advisory Council and they gave a good feedback on the survey undertaken by the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia.