სამუშაო შეხვედრა შრომის ბაზრის სამომავლო კვლევებზე
title

მიმდინარე წლის 18 მაისს სასტუმროში „რუმსი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის მხარდაჭერით გამართა სამუშაო შეხვედრა უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევისათვის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორის განსაზღვრის მიზნით.

შეხვედრა გახსნა და სხდომის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, რომელმაც ისაუბრა სამინისტროს აქტიურ ჩართულობაზე შრომის ბაზრის კვლევებისა და ანალიზის კუთხით. ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ტექნიკური დახმარების პროგრამას უნარების მაკროეკონომიკური მოდელის მომზადების მხრივ გაწეული მხარდაჭერისთვის, რომელიც განხორციელდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „კემბრიჯ ეკონომეტრიქსის“ დახმარებით.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები, ასევე მაკროეკონომიკური მოდელით წარმოებული პროგნოზირების მიგნებები. სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ მონაწილეებს გააცნო უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის მიგნებები, შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციები.

ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსმა გიორგი გამყრელიძემ წარმოადგინა მაკროეკონომიკური მოდელის სტრუქტურა, შემადგენელი მოდულები და პროგნოზირების შედეგები.

სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო იმ პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორის შერჩევის საკითხს, რომელთან მიმართებითაც სამინისტრო ჩაატარებს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევას. შეხვედრის მონაწილეების მიერ სათანადო მსჯელობისა და განხილვის შედეგად, მრეწველობის სექტორი შეირჩა იმ პრიორიტეტულ სექტორად, რომელთან მიმართებითაც სამინისტრო მიმდინარე წელს  ჩაატარებს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევას.   


On May 18, the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, in cooperation with the EU Technical Assistance Program, held a workshop at Rooms Hotel to determine a priority economic sector for the Establishment Skills Survey.

Deputy Minister Vakhtang Tsintsadze opened the meeting and spoke about the ministry's active involvement in labour market studies and analysis. He also expressed his gratitude to the EU Delegation and the EU Technical Assistance Program for their active support in developing a macroeconomic skills forecasting model, implemented with the assistance of the international consulting company Cambridge Econometrics.

The current labor market trends, as well as the findings of the macroeconomic skills forecasting model, were presented at the workshop. Tsisnami Sabadzadze, Head of the Economic Policy Department, introduced the findings of the Establishment Skills Survey and discussed the trends that have emerged in the labour market.

George Gamkrelidze, Head of the Labor Market Analysis Division of the Economic Policy Department, presented the structure of the macroeconomic model, its modules, and the results of the forecast.

The second half of the workshop was dedicated to the selection of a priority economic sector for the Establishment Skills Survey to be undertaken by the minister. After a thorough discussion and review by the workshop participants, the manufacturing sector was chosen as the priority sector for the Ministry to conduct the Establishment Skills Survey this year.