title
2020 წლის 11 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით შედგა კვლევის - „უნარებზე საწარმოთა
მოთხოვნის კვლევა“ ონლაინ პრეზენტაცია. კვლევას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების,
სოციალური პარტნიორების, ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ჯამში 50 მონაწილე.
კვლევის მიზანს წარმოადგენს ადამიანისეული კაპიტალის
უნარებზე საწარმოების მოთხოვნის გამოვლენა, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს
უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის
შემცირებას და უნარების მოხმარების ეკონომიკური
ეფექტიანობის გაზრდას.
შეხვედრა გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, რომელმაც
დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის მიზნები და მისი აუცილებლობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული
პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა სამინისტროს
ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ, რომელმაც დეტალურად
ისაუბრა კვლევის მიგნებებზე.
დასასრულს პრეზენტაცია გაგრძელდა კითხვა-პასუხის
ფორმატში, სადაც პასუხი გაეცა მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს.
On June 11, 2020 Ministry of
Economy and Sustainable Development of Georgia organized online presentation of
the Establishment Skills Survey. Representatives of state institutions, social
partners, business associations, international and local organizations attended
the online meeting, in sum 50 participants.
The primary goal of the survey is
to reveal employers' demand for skills and human capital development, consideration
of which would facilitate filling in gaps between demand and supply and also
increase economic efficiency of skills utilization.
The meeting was
opened by Ekaterine Mikabadze, the First Deputy Minister of Economy and
Sustainable Development of Georgia, who introduced
to attendees goals and importance of the survey for elaboration of the
evidence-based policy.
Tsisnami
Sabadze, Head of Economic Policy Department delivered presentation, who
introduced in details the findings of the survey.
The online meeting was concluded
by discussion in question-answer format.