სამუშაო შეხვედრა შრომის ბაზრის სამომავლო კვლევებზე
title

მიმდინარე წლის 21 თებერვალს, სასტუმროში - „თბილისი მერიოტი“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა შრომის ბაზრის მიმართულებით სამომავლო კვლევის თემატიკის გამოვლენა. სამუშაო შეხვედრა გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერნე მიქაბაძის თავმჯდომარეობით.  მასში მონაწილეობა მიიღეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა და ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კვლევითი ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური პარტნიორების წარმომადგენლებმა. სტუმრის სტატუსით, სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის საბიუჯეტო სახმარების პროგრამის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია 2019 წლის შრომის ბაზრის ყოველწლიური ანალიზის და შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ.  სხდომაზე გაიმართა აქტიური დისკუსია როგორც  წარმოდგენილ  პრეზენტაციასთან დაკავშირებით, ასევე სამომავლო კვლევის ჩატარების მხრივ ეკონომიკური სექტორების შერჩევის მიმართულებით. კერძოდ, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების სამომავლო კვლევის ჩატარების  მიზეზები, მიზანი, ამოცანები და წარმოადგინეს მცირე ჯგუფებში მომზადებული პრეზენტაციები. ამასთან, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვიდეოკლიპი, რომელიც მომზადდა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.


On February 21, the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia organized a workshop with aim to reveal topics of the future labour market surveys at Tbilisi Marriott Hotel. The workshop was chaired by the First Deputy Minister, Ekaterne Mikabadze. Members of the Interagency Cooperation Council on LMIS, as well as representatives of various governmental agencies, research organizations, business associations, civil society organizations and social partners participated in the workshop. International and local experts of the EU Budget Support Program also attended the workshop as guests. The Annual Labour Market Analysis Report 2019 and existing the LM trends were presented at the workshop. The presentation was followed by active discussion on the labour market trends, as well as economic activities of presumable surveys. Namely, in the framework of the workshop participants  discussed reasons, goals and objectives of future surveys in the context of economic sectors and presented survey projects elaborated in small groups. Herewith, a small video clip on the Labour Market Information System was presented to participants, which was created in order to raise public awareness on LMIS.