უნარების განსაზღვრა მომავალი წარმატებისათვის
title

უნარების განსაზღვრა ყველა ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რომელიც პირდაპირ აისახება ინდივიდების, საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებაში.

2016 წლის 10-14 ოქტომბერს, ტურინში, ევროპის სასწავლო ფონდის ორგანიზებით გაიმართა სასწავლო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა 24 ქვეყნის წარმომადგენელი. სასწავლო პროგრამა დაეთმო კურსდამთავრებულთა და შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიის; შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემისა და შრომის ბაზრის ობსერვატორიების როლის განხილვას.

სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა ტურინში არსებული ბიზნეს ინკუბატორისა და დასაქმების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის შესწავლას, ასევე გასტრონომიული მეცნიერებების უნივერსიტეტში სტუმრობას; უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების, ლაბორატორიებისა და კარიერული მომსასხურების გაცნობას.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება სტატისტიკური კვლევების, დასაქმების ხელშეწყობის ინსტრუმენტებისა და პროფესიული განათლების პროგრამების კუთხით.

მონაწილეების ინტერესი და მოწონება დაიმსახურა საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მოდელის დანერგვის გაცნობამ, რომელიც იძლევა მიზნობრივი ჯგუფებისათვის შრომის ბაზრის ინფორმაციის სწრაფად და ეფექტიანად დაყვანის შესაძლებლობას. გამოითქვა სურვილი მომავალი სასწავლო პროგრამა დაეთმოს აღნიშნული საკითხის დეტალურ განხილვას და ამ მიმართულებით ქვეყნებისათვის პრაქტიკული დახმარების გაწევას.

მონათესავე ბმული: