უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის პრეზენტაცია
title

მიმდინარე წლის 13 მარტს სასტუმროში „რუმსი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინა უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის პრეზენტაცია. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს ასოციაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით კვლევის მიზანს წარმოადგენს ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა, რომლის გათვალისწინება შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ხელს შეუწყობს უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას და უნარების მოხმარების ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდას. მან ხაზი გაუსვა არსებული გამოწვევების ფონზე კვლევის მიგნებების მნიშვნელობას და სხვადასხვა უწყებათა თანამშრომლობას ამ მიმართულებით. იგი ასევე შეეხო IT კომპანიების მოზიდვის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებს, რამაც უკვე გამოიღო შედეგი - საგრძნობლად გაიზარდა აღნიშნულ სექტორში დასაქმების მაჩვენებელი, ასევე ამაღლდა ადგილობრივი კადრების შესაძლებლობები. საყურადღებოა, რომ ეს შედეგები ნათლად წარმოაჩინა  კვლევის შედეგებმა. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მონაწილეებს გააცნო კვლევის მეთოდოლოგია, ჩატარებული სამუშაოების შინაარსობრივი და ტექნიკური მხარეები.

უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის შედეგები მონაწილეებს წარუდგინა სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კვლევის მიგნებები, რომლის თაობაზეც გაიმართა მსჯელობა სადისკუსიო პანელის ნაწილში.

კვლევის პრეზენტაცია და ნარატიული ანგარიში გამოქვეყნდა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე (lmis.gov.ge).


The Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia organized a presentation of the Establishment Skills Survey on March 13, 2023. Representatives from state institutions, business associations, civil society, and international organizations were invited to attend the meeting.

The meeting was opened by Deputy Minister Irakli Nadareishvili, who stated that the primary goal of the survey is to identify the skills needs of businesses. This information will help to address any mismatches between demand and supply and increase the efficiency of skills consumption. He emphasized the importance of the survey's findings and the need for cooperation among different stakeholders regarding the subject. He also mentioned the attraction of foreign IT companies to Georgia, which has yielded positive results such as increased employment levels in the sector and advanced level of local professionals. These results were clearly revealed by the survey.

The Executive Director of the National Statistics Office of Georgia, Gogita Todradze, introduced the methodology of the survey to the participants, as well as the principal and technical aspects of the work. The findings of the survey were presented by the Head of the Economic Policy Department, Tsisnami Sabadze. The presentation covered the main findings, executive summary, and other related issues, which were discussed during the panel discussion.

The presentation and narrative report of the survey are published on the webpage of the Labour Market Information System (lmis.gov.ge).

http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Pages/User/Surveys.aspx?ID=761d51a5-1eb0-44dd-ae24-a0ac272c76e3

https://www.interpressnews.ge/ka/article/748505-irakli-nadareishvili-mtavroba-kerzo-sektortan-ertad-propesiuli-gadamzadebis-programebs-axorcielebs-romlebic-adgilobrivi-shromis-bazris-motxovnebis-mixedvitaa-shedgenili