როგორ დავძლიოთ უმუშევრობა?
title

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით საქართველოში უმუშევრობა 2015 წელს 12% დაფიქსირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, უმუშევრობა მაინც  ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის. 

ამ თემაზე სასაუბროდ 2017 წლის 25 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი გადაცემაში "რეალური სივრცე" დაეთმო უმუშევრობის საკითხების განხილვას. ამ თემაზე სასაუბროდ მოწვეული იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი - გიორგი გამყრელიძე, სოსო არჩვაძე -  ეკონომიკის დოქტორი და ლევან ქისტაური - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი. 

გადაცემის სტუმრება მიმოიხილეს დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები საქართველოში, იმსჯელეს უმუშევრობის გამომწვევ მიზეზებზე, უმუშევრობის მაჩვენებლის დათვლის მეთოდოლოგიაზე. ასევე, სამინისტროს წამომადგენელმა ისაუბრა სახელმწიფო მხრიდან გატარებულ რეფორმებზე, დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე.

გადაცემის სრული ვერსიის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

http://1tv.ge/ge/videos/view/177525/294.html