title
2019 წლის 28 მარტს, სასტუმრო „ბეტსში“ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით შედგა სამუშაო
შეხვედრა, შრომის ბაზრის სამომავლო კვლევების თემატიკის განსაზღვრის მიზნით.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო
სტრუქტურების, სოციალური პარტნიორების, ბიზნეს ასოციაციების, სამოქალაქო
საზოგადოების, სხვადასხვა კვლევითი და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯამში 30 მონაწილე. შეხვედრა გახსნა
და სხდომის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ცისნამი საბაძე.
შეხვედრაზე, შესაბამის უწყებათა წარმომადგენლების მიერ
წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული
რეფორმების, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს საქმიანობის მიმართულებების და
განხორციელებული პროექტების თაობაზე. კერძოდ, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა - მარიკა
ზაქარეიშვილმა ისაუბრა როგორც პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმაზე,
ასევე ზრდასრულების და ახლგაზრდებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის
ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელმა - ქრისტინე
მეფარიშვილმა მონაწილეებს გააცნო უწყების საქმიანობის შედეგები. კერძოდ, თანადაფინანსებული
პროექტები რაოდენობრივ, განხორციელებული ინვესტიციებისა და შექმნილი სამუშაო
ადგილების ჭრილში.
შეხვედრაზე მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მიმოიხილეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უკვე
განხორციელებული კვლევები შრომის ბაზრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, შედგა
მსჯელობა: „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნისა“ და „ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის
ბაზრის საჭიროებათა შესახებ“ განხორციელებულ კვლევებთან მიმართებით.
ზემოაღნიშნულის შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე
მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს სამომავლოდ განსახორციელებელ კვლევებზე და მცირე
ჯგუფებში მოამზადეს პრეზენტაციები კვლევით პროექტებზე.
შეხვედრის მოდერატორები იყვნენ კონსულტაციისა და
ტრენინგის ცენტრის (СTC) თანამშრომლები: თამარ ცირეკიძე და ბესარიონ სულაბერიძე.
Determining topics of future labour market survey
On 28 March 2019, Ministry of Economy and Sustainable Development
of Georgia (MOESD) organized the workshop at Betsy Hotel. The primary goal of the
workshop was to discuss and determine topics of future surveys with aim to fill
the labour market information shortages.
Representatives of
state institutions, social partners, business associations, international and
civil society organizations participated in the workshop, in sum 30 participants. The workshop was chaired by Tsisnami Sabadze,
Head of Economic Policy Department.
Representatives of
the state institutions delivered presentations on reforms and activities undertook
by them. Namely, a representative of the Ministry of Education, Science,
Culture and Sport of Georgia - Marika Zakareishvili spoke about vocational
education reform, as well as accessibility of vocational education for adults
and youth.
A representative of
LEPL “Enterprise Georgia” – Kristine Mefarishvili depicted results of co-financed
projects by portfolio of investments and number of employment.
Participants of the
workshop discussed once again surveys (Survey of Business Demand on Skills, Survey
of Labour Market Demands in the Tourism Industry) undertook by MOESD and possibilities
of their re-implementation. Participants brainstormed presumable topics of
future surveys and prepared presentations on survey projects in small groups.
The workshop was
moderated by Tamar Tsirekidze and Besarion Sulaberidze, representatives of the
Center for Training and Consultancy.