ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა
title

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის პრეზენტაცია. კვლევის ჩატარების აქტუალობა განაპირობა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მზარდმა პოტენციალმა და მისდამი სხვადასხვა ჯგუფის დაინტერესებამ, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოდგენს ტურიზმის ინდუსტრიაში ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა. შეხვედრა გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული კვლევის მნიშვნელობას და ასევე შეეხო ზოგადად მსგავსი კვლევების ჩატარების საჭიროებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით. კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ. პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს ასოციაციების, სოციალური პარტნიორების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც ჩატარებულ კვლევას და შესაბამის მიგნებებს მაღალი შეფასება მისცეს.

იხილეთ ასევე ბმული:

https://www.interpressnews.ge/ka/article/524765-ekaterine-mikabaze-prezentaciashi-shromis-bazris-sachiroebata-kvleva-turizmis-industriashi-monacileobda/?fbclid=IwAR1jkr4YcG613CIyLYhgmB5YayQII1679r0A60jxsmlUWpzCmVLvULjsaTU