ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორების კვლევა
title

მიმდინარე წლის 16 და 18 მარტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ონლაინ რეჟიმში გამართა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში სამუშაო ძალასა და უნარებზე არსებული მოთხოვნის და სამომავლო განზრახვის კვლევის პრეზენტაცია. კვლევის მიზანია ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში საწარმოებში არსებული და სამომავლო მოთხოვნის გამოვლენა. კვლევა წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული საბიუჯეტო დახმარების პროგრამით (Skills Development and Matching for Labour Market Needs) აღებული ვალდებულების ნაწილს და იგი განხორციელდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ექსპერტების, ასევე სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით. კვლევა განხორციელდა საქსტატთან თანამშრომლობით.

კვლევის პრეზენტაცია გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც ისაუბრა შრომის ბაზრის საჭიროებების განსაზღვრის მხრივ კვლევების მნიშვნელობაზე. დამსწრეებს ასევე მიესალმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, რომელმაც ისაუბრა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში ცვლილებებთან დაკავშირებით. პრეზენტაციები წარმოადგინა სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ. პრეზენტაციების დასასრულს დისკუსია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კვლევის ნარატიული ანგარიში და პრეზენტაციები განთავსებულია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე. კვლევას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორის, პროფკავშირის და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები.  


On March 16 and 18 the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia presented findings of the survey studying current and future demand of workforce and skills in the transport and energy sectors. The primary goal of the survey is to reveal: (a) labour demand in the two sectors, (b) employment changes over time in the two sectors, (c) replacement needs in the two sectors. The survey represents a part of obligation signed between the Georgian Government and EU in the framework of the budget support program (Skills Development and Matching for Labour Market Needs). The survey was implemented in cooperation with GeoStat.

The presentation was opened by the Deputy Minister of Ministry of Economy Irakli Nadareishvili who spoke about importance of the national wide studies in revealing the labour market demand. Executive Director of GeoStat Gogita Todradze also welcomed guests and depicted national records of the transport and energy sectors. Head of Economic Policy Department Tsisnami Sabadze presented findings of the survey, which was concluded by interactive discussion on raised questions. The narrative report of the survey as well as presentations are uploaded on the web page of LMIS. The presentation was attended by representatives of the state institutions, business associations, private sector, trade union and research organizations.